მედია ჩვენ შესახებ

4-milionamde-potenciur-msxverplze-gaTvlili-kiberTa

4 მილიონამდე პოტენციურ მსხვერპლზე გათვლილი კიბერთაღლითური სქემა გაშიფრულია

კარგად ორგანიზებული ინტერნეტ დამნაშავეების სამიზნე, საქართველოს მოსახლეობა და კომუნალურების გადამხდელი კომპანიები, მათ შორის „თბილისი ენერჯი“ გახდნენ. კრიმინალური დაჯგუფება ერთჯერადი შეტევით, ათობით მილიონის მითვისებას ელოდებოდა. "თბილისი ენერჯი"-მ თაღლითური სქემის ამოქმედებიდან მალევე, მოსახლეობას გამაფრთხილებელი სმს-ები გაუგზავნა. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ კომპანიის ბაზებზე კიბერთავდასხმა არ მომხდარა და გაურკვეველია, როგორ ჩაიგდეს ხელში კიბერდამნაშავეებმა აბონენტების მონაცემები. ამ ეტაპისთის გამოძიება მიმდინარეობს და კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან. მიუხედავად სქემის გაშიფვრისა საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ „თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ - ყურადღებით იყავით კომუნალური გადასახადების გადახდისას და ისარგებლეთ მხოლოდ ოფიციალური გადახდის სისტემებით.