ბუნებრივი აირის დიაფრაგმული მრიცხველები ელექტრონული ინდექსით BK-G…ETe
გამოყენების სფერო:
“Honeywell” წარმოების ბუნებრივი აირის ინტელექტიანი მოცულობითი დიაფრაგმული მრიცხველები გამოიყენება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის (BK-G…ETe G4;G6).
მოკლე აღწერა:
The themis®uno ელექტრონული ინდექსი უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდებიან მარტივი მონაცემის დისტანციური წაკითხვა-გადაცემის მახასიათებელ ფუქციის საზღვრებს.
არსებული ფუნქციები (მოხმარების დროის, დატვირთვის პროფილი, კომუნიკაციის დროის ინტერვალის კონტროლი, მონაცემების რეგისტრაცია, ელექტრონული ტემპერატურული კომპენსაცია და სხვა) კონფიგურირებული შეიძლება იყოს იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილებული იყოს ცალკეული მომხმარებლის მოთხოვნები.
The themis®uno აღჭურვილია GSM/GPRS WAN კომუნიკაციით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ მონაცემების გაცვლას სისტემებს შორის. BK-G4ETe და BK-G6ETe The themis®uno ინდექსით შეესაბამება იტალიური UNI-TS11291 სპეციფიკაციის მოთხოვნებს.
დიაფრაგმულ მრიცხველში ჩაშენებული სარქველი „Valve Ve” იძლევა ბუნებრივი აირის მიწოდების დისტანციურად გათიშვის და ჩართვის შესაძლებლობას. ბუნებრივი აირის ქსელიდან/დანადგარებიდან გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, სარქველის გახსნის წინ ხდება მრიცხველის შემდგომ (გაზის დინების მიმართულებით) ქსელის/დანადგარების მიერთების ინტელექუალური შემოწმება. გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში სარქველი ავტომატურად იკეტება.
მრიცხველში ინტეგრირებული ელექტრონული ტემპერატურული კომპენსაციის სისტემა შესაძლებელს ხდის ბუნებრივი აირის მოცულობის დაყვანას ბაზისურ ტემპერატურაზე. მრიცხველის დისფლეიზე ხდება მოცულობის ინდიკაცია და გადაეცემა მონაცემთა შეგროვების შესაბამის სისტემას.
ძირითადი მახასიათებლები:
BK-G4ETe და BK-G6ETe მოცულობითი დიაფრაგმული მრიცხველების მახასიათებლები:
მახასიათებლები |
BK-G4ETe |
BK-G6ETe |
მინიმალური ხარჯი (Qmin), მ3/სთ |
0,04 |
0,06 |
ნომინალური ხარჯი (Qnom), მ3/სთ |
4 |
6 |
მაქსიმალური ხარჯი (Qmax), მ3/სთ |
6 |
10 |
ციკლური მოცულობა, დმ3 |
1,2 |
2 |
გაბარიტები, მმ |
195x215x175 |
340x255x185 |
მისაერთებელი მილყელების ცენტრთაშორისი მანძილი, მმ |
110 |
200/250 |
მასა, კგ |
2,6 |
2,8 |
მგრძნობელობის ზღვარი, მ3/სთ |
0,008 |
|
წნევის კარგვა Qmax-ზე, არ აღემატება, პა |
250/300 |
|
დასაშვები ფარდობითი ცდომილების ზღვრები, არ უნდა აღემატებოდეს, % Qmin≤Q≤0,1Qnom, 0,1 Qnom≤Q≤Qmax |
±3 ±1,5 |
|
დანაყოფის ფასი დაბალი თანრიგის ელ. ინდექსისათვის, მ3 |
0,001 |
|
ელ. ინდექსის თანრიგების ტევადობა, მ3 |
999999,999 |
|
ექსპლუატაციის საშუალო ვადა, წელი, არა ნაკლებ |
15 |