ისტორია

საქართველოს დედაქალაქის გაზით მომარაგების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. თუმცა იდეა იდეად დარჩა. ამ აზრმა 1937 წელს კიდევ ერთხელ გაიჟღერა, მაგრამ ის რეალურად მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 1957 წელს განხორციელდა. ასე შეიქმნა „თბილგაზი“.

ამ დღიდან ორ წელიწადში, 1959 წელს, თბილისმა პირველი გაზი მიიღო. ქალაქის გაზით მოსამარაგებლად 433-კილომეტრიანი გაზსადენი აშენდა. გაზის ეს მოცულობა, თავდაპირველად, 527 ათას მცხოვრებზე იყო გათვლილი. „თბილგაზი“ 2006 წლამდე ფუნქციონირებდა.

2006 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ „თბილგაზი“ აუქციონზე გაიტანა გასაყიდად და ის ყაზახურმა კომპანიამ შეიძინა. ამ დროიდან თბილისის გაზმომარაგებას უკვე „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ უზრუნველყოფდა. 2019 წლის 3 მაისიდან კი საქართველოს დედაქალაქს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება.

თბილისი ენერჯი“ ახალი კომპანიაა, რომლის მფლობელიც ქართული ბიზნეს ჯგუფის მიერ დაფუძნებული კომპანია „ვოლტბეია“.

ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებაა. კომპანიამ უკვე დაიწყო თბილისის გაზმომარაგების ამორტიზებული და ავარიული ქსელის აღდგენა. „თბილისი ენერჯი“ ამ მიზნით ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას გეგმავს. უკვე დაწყებულია რამდენიმე მსხვილი სარეაბილიტაციო პროექტი, რაც დედაქალაქის გაზმომარაგების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებზე გაზსადენების სრულ განახლებას გულისხმობს.

დღეს კომპანია 1.500.000 მოსახლეს ემსახურება ხოლო  18 000  კომერციული აბონენტი ჰყავს.   ეს რიცხვი ფაქტიურად  ყოველდღიურად იზრდება.

"თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს. გაზის წლიური მოხმარება დაახლოებით 750 მილიონი კუბია. აქედან 550 მილიონ კუბურ მეტრს სოციალური აბონენტები მოიხმარენ, 200 მილიონ კუბურ მეტრს კი - კომერციულები.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ვალდებულება აიღო, განახორციელოს რეფორმები ენერგეტიკის სექტორში და საფუძველი ჩაუყაროს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან დაახლოებას. სწორედ ამიტომ „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპულ სტანდარტებზე გადასვლაა.

 

კორპორატიული პოლიტიკა

  • ISO 14001
  • ISO 45001
  • ISO 9001
  • ISO 27001