მედია ჩვენ შესახებ

„Tbilisi-enerjis“-Tanamshromlebma-Tbilisis-zghvisa-d

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პლასტიკისა თუ სხვადასხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პლასტიკისა თუ სხვადასხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა, ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს გაწმენდა.

„თბილისი ენერჯი“ მუდმივად და აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვითი და დედამიწაზე ზრუნვის სხვადასხვა სახის აქტივობებში.

„ბუნებაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია,“ - აღნიშნავენ კომპანიაში.