სხვა ამბები

1809---swored-am-raodenobis-saxifaTo-danadgari-chai

1809 - სწორედ ამ რაოდენობის სახიფათო დანადგარი ჩაიხსნა განმეორებით იანვრის თვეში სპეციალისტების მიერ დედაქალაქში.

1809 - სწორედ ამ რაოდენობის სახიფათო დანადგარი ჩაიხსნა განმეორებით იანვრის თვეში სპეციალისტების მიერ დედაქალაქში. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ინტენსიურად განაგრძობენ აბონენტების შიდა ქსელსა და გაზგაყვანილობას. სტატისტიკა მეტყველებს, რომ სპეციალისტების რჩევების, გაფრთხილებისა და უამრავი არსებული მაგალითის მიუხედავად აბონენტთა ნაწილი ურჩად განაგრძობს სასიკვდილო დანადგარების მოხმარებას. სრულად აიგნორებს ყველანაირ გაფრთხილებას და საფრთხეს უქმნის საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სხვების სიცოცხლეს. იანვრის თვეში ქსელიდან ჩახსნილი დანადგარების სტატისტიკა ასე გამოიყურება - სამგორი 342 ნაძალადევი 334 ისანი-ვაზისუბანი 298 სანზონა 183 გლდანი 175 ჩუღურეთი 169 დიღომი 74 დიდუბე 67 კრწანისი 63 ვაკე 44 ნუცუბიძე 27 საბურთალო 21 მთაწმინდა 10 წყნეთი 2 „თბილისი ენერჯი“ - კიდევ ერთხელ აფრთხილებს  აბონენტებს - ნუ გარისკავთ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ გაზის სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ ქსელზე თვითნებურად დაერთებული და ღია წვის კამერიანი დანადგარები სასიკვდილოა უარი თქვით ღია წვის კამერიან გაზის გამათბობლებზე და წყალგამაცხელებლებზე. გაითვალისწინეთ, რომ ქარიან ამინდში CO-ს დაგროვების რისკი ძალიან იზრდება. ~ ხშირად გაანიავეთ ფართი და იყავით ყურადღებით. გახსოვდეთ - CO კლავს.