სხვა ამბები

Tbilisi-enerjis-Tasi-2023

თბილისი ენერჯის თასი 2023

თბილისი ენერჯის თასის წლევანდელი ტურნირი ტრადიციულად ლისის ტბაზე ჩატარდა. კომპანიის თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

წლევანდელი ტურნირი დაძაბული მატჩებითა და ლამაზი თამაშით გამოირჩეოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გულშემატკივრები, რომლებიც არცერთ გუნდს არ აკლდა და თბილისი ენერჯის თასის წლევანდელ გათამაშებას კიდევ უფრო მეტ ხალისს და მუხტს აძლევდა. საბოლოოს საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა - მესამე ადგილი შარშანდელმა ჩემპიონმა-ისანი,სამგორი, ვაზისუბნის მომსახურების ცენტრის გუნდმა "ლიდერებმა" დაიკავა. ჩუღურეთი ნაძალადევის რაიონის ცენტრის გუნდი "ოდორანტი" მეორე ადგილზე გავიდა.

"თბილისი ენერჯის თასი 2023" - ის გამარჯვებული კი სწრაფი რეაგირების სამსახურის "114"- ის გუნდი გახდა.

ჩვენი კომპანია მუდამ ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს თანამშრომლების ურთიერთობას და მათ ერთ გუნდად ჩამოყალიბებას როგორც სამსახურში ასევე მის გარეთ.