2022 წელს თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა, თბილისში 342,850 ათასი აბონენტი შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 14,471 ათასი აბონენტი სიცოცხლისათვის საშიშ, მკვლელ გაზის დანადგარს მოიხმარდა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა როგორც ოჯახის წევრების, ისე კორპუსში მცხოვრები ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს.
თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა 14, 471 ათასი კუსტარული, მკვლელი დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან და გაფრთხილება მისცეს აბონენტებს-არ დააერთონ ბუნებრივ გაზზე მომუშავე საშიში დანადგარები გაზის ქსელზე.
ისანი - სამგორი - ვაზისუბანი 4389 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
ჩუღურეთი - ნაძალადევი 2671 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
დიღომი - დიდუბე 2230 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
მთაწმინდა - კრწანისი 2253 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
გლდანი-სანზონა-თემქა 1362 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
ვაკე - წყნეთი 1023 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
ნუცუბიძე - საბურთალო 443 საშიში დანადგარი ჩაიხსნა ქსელიდან
2022 წელს თბილისის ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკა კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი დანადგარების ქსელიდან ჩახსნის რაოდენობის მიხედვით
ისანი სამგორი ვაზისუბანი (4389)
ჩუღურეთი ნაძალადევი (2671)
დიღომი დიდუბე (2230)
2022 წელს თბილისში კუსტარულად დამონტაჟებული საშიში გაზის დანადგარების მოხმარების გამო , CO-თი მოიწამლა 64 ადამიანი , და გარდაიცვალა 12
თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ - დაიცავით გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები. არ დაამონტაჟოთ თვითნებურად და არ მოიხმაროთ ღია კამერიანი გაზის დანადგარები (გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები ე.წ. კალონკები)
უსაფრთხოების წესების გასაცნობად გადადით ლინკზე
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ 114 (თბილის ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახური )