სხვა ამბები

Tbilisi-enerji-microsoft-365-is-gamoyenebiT-mushaob

თბილისი ენერჯი Microsoft 365-ის გამოყენებით მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებას ზრდის.

დღევანდელი სამუშაო გარემო კომპანიებისთვის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას მოითხოვს, რაც „თბილისი ენერჯის“ საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. სწორედ ამიტომ, კომპანის თანამშრომლებმა Microsoft 365 პროდუქტების - Teams, Outlook და OneDrive-ის ტრენინგი გაიარეს. Teams-ის გამოყენება საშუალებას მოგვცემს მარტივად გავმართოთ ჯგუფური შეხვედრები და ვიმუშაოთ ერთად. Outlook კი დაგვეხმარება ორგანიზებულად ვმართოთ დრო და კომუნიკაცია. OneDrive უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მართვას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომპანიისთვის. აღნიშნული პროდუქტები აუცილებელია კომპანიაში სამუშაო კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად, ასევე ინფორმაციული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. „თბილისი ენერჯის“ მიზანია, სამუშაო პროცესი უფრო უსაფრთხო და დაცული გავხადოთ, რაც მოგვცემს უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას.