• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

daujerebeli-ambavia-magram-es-Tbilisshi-axaldabis-q

დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს თბილისში, ახალდაბის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ რეზინის მილიდან, რასაც ფოტოზე ხედავთ, გაზი ჟონავდა და კერძო სახლი, სადაც მდგმურები ცხოვრობდნენ აფეთქებას გადაურჩა.
ერთ-ერთმა მდგმურმა, რომელიც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მოხსნა გაზქურა და თან წაიღო. გაზის რეზინის მილი კი ღია მდგომარეობაში დააგდო.
”თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურს, გაზის სუნის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. 114-ის ჯგუფის ოპერატიულობით და ყურადღებიანი მეზობლების დახმარებით სახლი აფეთქებას გადაურჩა.
ნუ შეუქმნით საფრთხეს მეზობლებს, ნუ გახდებით მკვლელები.