სხვა ამბები

gvian-ghamiT-siTi-moli-afeTqebas-gadaurcha

გვიან ღამით სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.
ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა, ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. ეს ნიშნავს რომ სითი მოლი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.
გვინდა გაცნობოთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვებისა თუ გაჟონვის 48 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 48-ე შემთხვევაში ძლიერი აფეთქების დიდი რისკი იყო. თუმცა ჩვენი თანამშრომლების დროული მოქმედებებისა და რიგ შემთხვევებში მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შედეგად უბედური შემთხვევების თავიდან აცილება მოხერხდა.
ბოლო სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალგზის გაფრთხილებისა და სხვადასხვა მედია საშუალებებით აქტიური სოციალური კამპანიისა, ადამიანები უგულვებელყოფენ საფრთხეებს, თვითნებურად გაჰყავთ და აერთებენ გაზის დანადგარებს, კუსტარულად გაჰყავთ გაზგაყვანილობა და უყურადღებოდ ტოვებენ გაზის ხელსაწყოებს.
გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და გავაფრთხილოთ ჩვენი მოსახლეობა - გთხოვთ, იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა. თქვენი არასწორი ქმედების შედეგად თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებს და მეზობლებს საფრთხეს უქმნით.
ნუ იქცევით უნებლიე მკვლელებად.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფ ადამიანებს. როგორ სწრაფად და პროფესიონალურადაც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ და ჩვენი სპეციალისტები საბოლოოდ ყველაფერი ისევ თქვენზეა დამოკიდებული. უყურადღებოდ დატოვებული ხელსაწყოები ხშირად გამხდარა უბედურების მიზეზი და ამის ბევრი მაგალითი არსებობს.