ტექნიკური პერსონალის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის დონის ასამაღლებლად კომპანია თბილისის ენერჯიმ სიმულაციური ლაბორატორია გახსნა.
ლაბორატორიაში თანამშრომლებსა და სტაჟიორებს საშუალება მიეცემათ ერთ სივრცეში ნახონ ის ხელსაწყო დანადგარები, რომელთა გამოყენებაც ხდება გაზი განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების პროცესში.
სიმულაციური ლაბორატორია ასევე საშუალებას მისცემს მოქმედ და მომავალ პერსონალს ამავე ხელსაწყო დანადგარებზე ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. კერძოდ, ქსელიდან ჩახსნა, შეცვლა, შეკეთება და ა.შ. სიმულაციური ლაბორატორია გაამარტივებს პრაქტიკული სამუშაოების სწავლის პროცესს და ხარისხს.