სხვა ამბები

Tbilisi-enerjim-iso-27001-sertifikati-miigho

თბილისი ენერჯიმ ISO 27001 სერტიფიკატი მიიღო

ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 – ის მფლობელი გახდა.

ISO 27001-ის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისი ენერჯის დანერგილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია მაქსიმალურად იცავს კონფიდენციალურობასა, და პერსონალურ ინფორმაციას. ISO 27001 -ის სერტიფიკატი ნიშნავს, რომ „თბილისი ენერჯი“ შეესაბამება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებს.

ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი არის ის გარანტი, რომელიც მომხმარებლის კეთილგანწყობას განაპირობებს. ამასთან ის ზრდის კომპანიის რეპუტაციასა და სანდოობას პარტნიორებში. ISO 27001 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვასა და კონტროლს, მოიცავს და არეგულირებს ისეთ პროცესებს, როგორიცაა: რისკების შეფასება, აქტივების მართვა, წვდომის კონტროლი, ბიზნეს უწყვეტობა, ცვლილებების და ინციდენტების მართვა, ასევე ითვალისწინებს რიგი ტექნოლოგიური კონტროლის მექანიზმების დანერგვას. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დაფუძნებულია მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე.

ეს უკვე რიგით მეოთხე სერტიფიკატია, რომელსაც „თბილისი ენერჯი“ ფლობს. 2020 წლის დეკემბერში კომპანია ერთდროულად სამი - შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვის სისტემის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა.