სხვა ამბები

chveni-gundi-dasaqmebis-masshtabur-festivalze

ჩვენი გუნდი დასაქმების მასშტაბურ ფესტივალზე

ცხელი ხაზის ოპერატორი, სხვადასხვა სამსახურის უფროსი სპეციალისტები, ზეინკალი, შემდუღებელი, სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომელი - ჯამში ოცამდე აქტიური ვაკანსია შეგიძლიათ ნახოთ თბილისი ენერჯის ვეგვერდზე te.ge აღნიშნული ვაკანსიები "თბილისი ენერჯიმ" 7 და 8 ოქტომბერს, ექსპო ჯორჯიაში გამართულ დასაქმების მასშტაბურ ფესტივალზე - expo job -ზე წარადგინა დაინტერესებული ადამიანებისთვის. Hr Hub -ის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები და 10 000 -მდე კანდიდატი მონაწილეობდა. „თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები პირისპირ შეხვდნენ კომპანიაში დასაქმებით დაინტერესებულებს და ადგილზე გაეცნენ ვაკანსიებს დასაქმების შემთხვევაში კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობების შესახებ. "თბილისი ენერჯი" ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. კომპანია წლებია აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩვენი ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომ „თბილისი ენერჯის“ დიდ და წარმატებულ გუნდს შემოუერთდნენ. ჩვენთან თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ განვითარდეთ და გაიზარდოთ პროფესიულად და ამ ნაბიჯით თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.te.ge კარიერის გვერდზე.