„თბილისი ენერჯი“ იმ კომპანიების ათეულშია, რომლებმაც 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა.
ინვესტიციების დიდი ნაწილი დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას ხმარდება, თბილისში, რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ბოლო წლებში ქსელის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა რაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „თბილისი ენერჯი“ ტოპ ინვესტორთა სიაში მოხვდა. 2022 წელს კომპანიამ 23 მილიონის რეინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების კუთხით "თბილისი ენერჯი” ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. სემეკთან შეთანხმებული და დამტკიცებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით კომპანია 2023-2027 წლებში 174 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს.
საქსტატის მიერ BM.GE -თვის მიწოდებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა.