სხვა ამბები

„Tbilisi-enerjis“-Tanamshromlebma-Tbilisis-zghvisa-d

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პლასტიკისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა, ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს გაწმენდა. „თბილისი ენერჯი“ მუდმივად და აქტიურადაა ჩართული გარეოს დაცვითი და დედამიწაზე ზრუნვის სხვადასხვა სახის აქტივობებში. ბუნებაზე ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის ვალია.