სხვა ამბები

gazsadenze-momxdari-avariis-gamo-17-000-mde-abonen

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.

გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დღეს,  მთაწმინდის რაიონში  17 000-მდე აბონენტს შეუწყდება.  ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ღამის 11 საათზე დაიწყება და  კომპანია „თბილისი ენერჯის“ ოპერატიული ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ რომ ხვალ დილიდან  ყველა აბონენტი ჩაირთოს.

აბონენტებისათვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს,  დილის 9 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით ჩვენგან  დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.