დღეს დედაქალაქის ამ მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოები დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სრულად შეიცვალა ძველი, კოროზირებული და ავარიული გაზსადენის ქსელი. აშენდა სრულიად ახალი საშუალო და დაბალი წნევის 2000 მეტრზე მეტი გაზსადენი და განშტოებები. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობისა და კომუნალური ობიექტების უსაფრთხო გაზმომარაგება.