სხვა ამბები

qalaqidan-gasvlamde-gadaketeT-gazis-centraluri-onk

ქალაქიდან გასვლამდე, გადაკეტეთ გაზის ცენტრალური ონკანი

ხშირია შემთხვევა, როცა ბინაში გაზი ჟონავს. ეს კი დიდ საფრთხეს უქმნის კორპუს და ადამიანებს. ამ დროს ბინა დაკეტილია, ხოლო მეპატრონე რამდენიმე დღით გასულია ქალაქიდან. სპეციალისტებისთვის ეს დიდი პრობლემაა, რადგან თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქალაქიდან გადიხართ, აუცილებლად გადაკეტეთ გაზის ცენტრალური ონკანი, რომელიც ხშირად აივანზეა დამონტაჟებული.