სხვა ამბები

saqarTvelos-mTavrobam-4-Tviani-subsidireba-daiwyo

საქართველოს მთავრობამ 4 თვიანი სუბსიდირება დაიწყო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ს პანდემიის გამო, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს (92.27 ლარი და ნაკლები),ოთხი თვის განმავლობაში, 1 ნოემბრიდან თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აუნაზღაურდებათ მოხმარებული გაზის საფასური ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში.
ამ გადაწყვეტილებაში არ იგულისხმება თანადაფინანსება. მომხმარებლებს, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ გაზს, არ შეეხება სუბსიდირება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად.
თბილისი ენერჯი გისურვებთ უსაფრთხო ზამთარს
ცხელი ხაზი 2 404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114

www.te.ge 

www.facebook  თბილისი ენერჯი