არ გარისკო, ნუ გახდები მკვლელი

პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს. არ გამოიყენო ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილება თავი VIII მუხლი 18.

ნუ გააქირავებ ბინას, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ სახლი უსაფრთხოა!

გახსოვდეს, შენს ბინაში გაზის დანადგარებისა და შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შენ გეკისრება! ნუ გახდები მკვლელი! მოაწესრიგე შიდა ქსელი.! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვია თბილისი ენერჯის ვებ გვერდს. TE.GE ან დარეკე ცხელ ხაზზე 2 404004

ნუ იქირავებ ბინას, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ სახლი უსაფრთხოა!

მოსთხოვე ბინის მეპატრონეს თბილისი ენერჯის უსაფრთხოების შემოწმების აქტი. კანონით შიდა ქსელის მოწესრიგებასა და გაზის უსაფრთხო დანადგარებზე პასუხისმგებელი ბინის მეპატრონეა. ნუ გახდები მსხვერპლი! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვია თბილისი ენერჯის ვებ გვერდს. TE.GE ან დარეკე ცხელ ხაზზე 2 404004

მიიღე ყველა სერვისი დისტანციურად

ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების რჩევები იხილე

იდენტიფიცირება

როცა რადიატორი არ თბება

როგორ მოვიქცეთ ბინის დაქირავებამდე

მოითხოვეთ გაზზე მომუშავე უსაფრთხო დანადგარები

ქალაქიდან გასვლამდე, გადაკეტეთ გაზის ცენტრალური ონკანი

სახლიდან გასვლამდე შეამოწმეთ გაზის დანადგარები

თვითნებური მონტაჟი სახიფათოა

როგორ მოვიქცეთ რემონტის დროს

დროებით დაკეტილ ბინაში აუცილებელია გაზის დროებითი გათიშვა

არ დატოვოთ უყურადრებოდ გაზის ჩართული დანადგარები

როგორ მოვიქცეთ რომ ბუნებრივი გაზის ნაკლები გადასახადი მივიღოთ

როგორ მოვიქცეთ ზამთრის სეზონის დაწყებამდე

1. თუ იგრძენით გაზის სუნი ! სასწრაფოდ გადაკეტეთ გაზის ონკანები, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ფართი . დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 და დატოვეთ სახლი.

2. თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის- დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ანდეთ საქმე კვალიფიციურ სპეციალისტებს .

3. აუცილებელია! სახლიდან გასვლის წინ გაზის დანადგარებზე ონკანები გადაკეტოთ.

4. რეკომენდირებულია ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ გაზზე მომუშავე გამათბობლებზე გაზის ონკანები გადავკეტოთ 5. რეკომენდირებულია ! თუ ბინაში არ ცხოვრობთ და დაკეტილია (თუნდაც დროებით) დაგვირეკეთ და მოითხოვეთ გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტა თქვენი სახლის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის.

6. აუცილებელია ! თბილისი ენერჯის სპეციალისტებს მისცეთ საშუალება თქვენს საცხოვრებელ ფართში შეამოწმონ გაზმომარაგების ქსელი.

7. კატეგორიულად აკრძალულია ! გათიშული გაზის ქსელის თვითნებური ჩართვა ან ან გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ამით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით.

8. დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან ისეთ ფართში რომელიც არ ნიავდება.

9. ვიდრე სახლს ან ოფისს იქირავებთ, იგირავებთ ან იყიდით, აუცილებლად მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შემოწმება. არ გადახვიდეთ ახალ ფართში ვიდრე არ დარწმუნდებით რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულია. დარეკეთ ცხელის ხაზის ნომერზე 2 40 40 04 მომსახურება უფასოა

10. აუცილებელია საცხოვრებელ ფართში სადაც დამონტაჟებულია გაზზე მომუშავე ხელსაწყოები გამართულად მუშაობდეს სავენტილაციო არხი, ფანჯარას ჰქონდეს სარკმელი ან გადმოსაკიდი ფანჯარა.

11. თუ გეგმავთ მიწის გათხრით სამუშაოებს, წინასწარ დაუკავშირდით ადგილობრივ კომუნალურ კომპანიას, რომ შეამოწმოთ მიწის ქვეშა კომუნიკაციები. ამ ხაზების, მათ შორის გაზის მილის უნებლიე დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს გაჟონვა და დიდი საფრთხე.