მთავარი / სიახლეები

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება

2018-08-16 18:51:47

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს. „ყაზტრანსგაზ - თბილისი" დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისათვის, კომპანია დედაქალაქში ახორციელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რაც თბილისის მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელზე გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. ეს პროექტები თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირებას ახდენს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს. კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დერეგულირებულია. შესაბამისად, მიწოდების ფასი ამ სექტორში განისაზღვრება თავად მიმწოდებელი კომპანიების (დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია, ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სემეკს.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge