მთავარი / სიახლეები

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

2019-05-31 21:24:49

თბილისში ერთერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის  ერთერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი. აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლერბდაც სუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანიაყაზტრანსგაზ - თბილისიკიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლე.


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge