მთავარი / სიახლეები

შეხვედრა დეველოპერებთან

2018-08-16 13:43:09

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობისა და დეველოპერების შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა. შეხვედრას საქართველოში მოქმედი მსხვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, სემეკის, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორ უნდა მოიქცნენ დეველოპერები, რა დოკუმენაცია დასჭირდებათ მშენებლებს გაზიფიცირებისთვის და რა ეტაპები უნდა გაიარონ კომპანიებმა მობინადრეთა გაზიფიცირებისთვის? ამ და ახლად აშენებული მრავალბინიანი კორპუსების გაზიფიცირებისთვის საჭირო სხვა ყველა დეტალზე შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს სრულად მიაწოდეს ინფორმაცია კორპუსების, სასტუმროების და სხვა მშენებლობების დროს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ უსაფრთხო და საიმედო გაზიფიცირების უზრუნველყოფის შესახებ.


ფოტოები

მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge