Main / News

სანაპიროს რეაბილიტაცია

2019-07-25 13:00:20

დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგება გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუდმივად ცდილობდა გაზსადენებისა და დაზიანებული მილების რეაბილიტაციას. კომპანიის ახალმა მფლობელებმა ქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით  რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს. დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესი.

ერთერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებული, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებულიან რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. 1300 მეტრის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი,თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.


Gallery

Menu

    CONTACT US

  •   18a Mitskevich str.Tbilisi,Georgia,0194.
  •   240 40 04
  •   Emergency Service: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge