Main / News

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ინტენსიურად განაგრძობს უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართების გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას.

2019-07-23 10:59:56

კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისის განცხადება კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ინტენსიურად განაგრძობს უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართების გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. კამოპანიის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისის თვეში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კომპანია პირველ რიგში მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს რომელებისც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მედია საშუალებებს, რომლებიც მუდამ მზად არიან აქტიურად ჩაერთონ და გააშუქონ უსაფრთხოების კამპანია. აქვე გაგაცნობთ ივნისის თვეში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების ჩახსნის სტატისტიკას. კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე,გაზის დანადგარები კი ცასნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც. გთავაზობთ 2019 წლის ივნისის თვეში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით.

სამგორი - 655

სანზონა - 299

გლდანი - 272

ისანი-ვაზისუბანი - 266

საბურთალო - 158

ჩუღურეთი - 151

ნაძალადევი - 150

კრწანისი - 137

ნუცუბიძე - 113

დიდუბე - 112

დიღომი - 87

წყნეთი - 38

მთაწმინდა - 33

ვაკე - 24

სულ - 2495


Menu

    CONTACT US

  •   18a Mitskevich str.Tbilisi,Georgia,0194.
  •   240 40 04
  •   Emergency Service: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge