მთავარი / სიახლეები

გაზგამანაწილებელი კომპანიის 15 მილიონიანი სოციალური პროექტი თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა

2019-05-23 11:45:21

 ყაზტრანსგაზ-თბილისის ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალაქის 25 000 აბონენტს ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის ძველი, 1998-2000 წლებში დამონტაჟებული მრიცხველი უსასყიდლოდ შეუცვალა. მათ ნაცვლად კი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლებს ახალი თანამედროვე გაზის მრიცხველები დაუმონტაჟდათ. საერთო ჯამში კომპანია დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად 150 ათასი გაზის მრიცხველის ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე განხორცილებული ინვესტიციის მოცულობამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო ქსელის განახლების გარდა, მრიცხველების ჩანაცვლების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს სცდება. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge