მთავარი / სიახლეები

ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

2019-05-28 13:31:57

 „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ დიღომში, დისევის ქ. # 2-ში მდებარე კორპუსის ერთერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ გაზქურის ღუმელის ონკანი იყო გახსნილ მდგომარეობაში და ბინაში გაზის დაგროვება ხდებოდა. დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეებს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. კომპანია მადლობას უხდის  მოქალაქეს რომელმაც დროულად შეგვატყობინა პრობლემა. ასევე მადლობა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც დროულად აღმოაჩინეს საფრთხე და გადაარჩინეს კორპუსის მოსახლეობა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გახსოვდეთ რომ დაუდევრობით და უყურადღებობით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ნუ დატოვებ ღიად გაზის ონკანს!


მენიუ

    დაგვიკავშირდით

  •   თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18ა
  •   240 40 04
  •   სწრაფი რეაგირების სამსახური: 114
  •   240 40 04, 237 64 93
  • public@te.ge