• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

-kostavas-quchaze-momxdari-afeTqeba-bunebrivi-gaziT

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული.

ფართი სადაც აფეთქება მოხდა, "თბილისი ენერჯის" აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.

კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში.