სხვა ამბები

nu-gaxdebi-mkvleli-anu-rogor-ar-unda-moviqceT

ნუ გახდები მკვლელი, ანუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ

ასე შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოხლეს შევუქმნათ საფრთხე და მკვლელებად ვიქცეთ!!!
ტრანსპორტის ქუჩაზე, ისევ ადამიანების გაუფრთხილებლობის გამო, ასეთი ამბავი მოხდა.
აქ ადრე საცხობი იყო, რომელიც გააუქმეს და დიდი ხნის განმავლობაში, ფართს საწყობად იყენებდნენ.
ბოლო 10 დღეა საწყობიც დაცალეს და ფართი დაკეტეს. როგორც ჩანს, გაზგაყვანილობა ამ ობიექტზე კუსტარულად, ყველა წესის დარღვევით, თვითნებურად, რეზინისა და უხარისხო პლასტმასის მილებით გაიყვანეს. უხარისხო იყო პლასტმასის გამანაწილებელიც, რომელზეც გაზის რეზინის მილები იყო დაერთებული. დაზიანდა სწორედ ეს პლასტმასის გამანაწილებელი, საიდანაც გაზმა გაჟონა და რეზინის ერთ-ერთი მილი საერთოდ მოძვრა.
შედეგად, დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი დაგროვდა შენობაში.
გაზის სუნი იმავე შენობაში, გვერდით მდებარე საცხობში იგრძნეს.
შესამოწმებლად არ დარეკეს 114-ზე, გააღეს დაკეტილი საწყობის კარები, შუქი აანთეს (რაც კატეგორიულად აკრძალულია) და დაგროვილი გაზიც სწორედ ამის გამო აფეთქდა.
საბედნიეროდ აფთქება არ იყო ძლიერი. შენობაში რომ გაზის დიდი კონცეტრაცია ყოფილიყო, დიდი სიმძლავრის აფეთქებასთან გვექნებოდა საქმე...
გადავრჩით... შემთხვევით გადავრჩით...
ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს...
არ შეიძლება გაზის კუსტარულად და თვითნებურად გაყვანა.
თუ გრძნობთ გაზის სუნს, აუცლებლად უნდა დარეკოთ 114-ზე, თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე.
ამ შემთხვევაში, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.
გავუფრთხილდეთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს.
ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ.