• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

didubeshi-mdebare-sacxobshi-afeTqeba-savaraudod--gau

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.

აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია.
ადგილზე მობილიზებულია თიბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახური, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.