• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

kompania-“Tbilisi-enerji”--dedaqalaqis-gazmomarage

კომპანია “თბილისი ენერჯი” დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

კომპანია “თბილისი ენერჯი”  დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 
ამჯერად თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიხელაძია (ხომერილის) ქუჩაზე სრულად შეიცვალა  ძველი ამორტიზირებული საშუალო წნევუს გაზსადენი. მშენებლობა განხორციელდა თანამედროვე, ევროსტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
 
გაცნობებთ, რომ ახლად აშენებულ გაზსადენზე გადართვის მიზნით, ისნის რაიონში ხვალ, 29 ივლისს დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება -
კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, ს. დურმიშიძის ქ. 21, ყვარლის        ქ. 107ბ, 109, ყვარლის 2ჩ.3, კახეთის გზ. 7, 10, 36ა, 36ბ, 36ვ, კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მეტრომშენეი დასახლება - კალანდაძის, კაკაბაძის, კაკაბეთის, ყარყარაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, აფანასიევის, არველაძის, გეზათის, ყვარლის, ხაჩატურიანის, ჯანელიძის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ჩოჩუას, შერვაშიძის, ქობულაძის, უშაკოვის,  უზნაძის, ტოლუჯის, ტვიშის, სერგი დურმიშიძის, რატილის, ბაქრაძის, ონიანის, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილის, მიქელაძის, მთისძირის, ბუკისძირის, მესხეთის, მათიაშვილის, კოპცოვის, ზანდუკელის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, საბარგოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების) კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 
 
თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. 
აბონენტების ახალ, თანამედროვე ქსელზე გადართვის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის გაზმომარაგება და მას გაცილებით უსაფრთხოს გახდის.
 
გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს, 19:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 სთ-მდე.