• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

shps-insetma-samsheneblo-samushaoebisas-„Tbilisi-ener

შპს ინსეტმა სამშენებლო სამუშაოებისას „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანა.

 

 ჭოველიძის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის დროს „თბილისი ენერჯის“ საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინსეტი“ აწარმოებდა. მომხდარის შედეგად თბილისი ენერჯის 2500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. გაზმომარაგება შეუწყდა - ჭოველიძე-ბელინსკის, ძმ. ზუბალაშვილების, ძმ. კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, თორაძის, კოსტავას, ნიაღვრის ქ. 4, მთაწმინდის ქ. 12/14, ჭონქაძის ქ. 24, მაყაშვილის ქ. 34, 36, რუსთაველის გამზ. 52, დ. ყიფიანის ქ. 29, 35 (მთაწმინდის ქ. 27), ვუკოლ ბერიძის ქ. 6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ. 29, 37, გოგებაშვილის III შეს. 3, გუნიას, ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისს, ჩიტაძის ქ. 10, 11, თარხნიშვილის ქ. 2, პავლე ინგოროყვას ქ. 19, 17/9 აპრილის ქ. 5-სა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შპს ,,ტანდემი”, იტალიის საელჩო, ზუბალაშვილების ქუჩაზე – უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შპს ,,ვილაჯეო”, შპს ,,Aასტორია”, შპს ,,ბეტსი”, ი/მ ბადრი შალიკიანი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, სს ,,გუდვილი”, შპს ,,აჭარა გრუპი”, შპს ,,სითი ლოფტი”, წმ. Nნინოს სახ. ეკლესია, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი (კინოს სახლი), შპს ,,გურმანი VI”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, # 47 და #49-ე საჯარო სკოლები, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები მობილიზებულები არიან. გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და სრულად დასრულდება 21:00 საათამდე.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და სხვისი დაუდევრობით შექმნილი დისკომფორტის გამო.