სხვა ამბები

sacxovrebeli-korpusi-Zlier-afeTqebas-gadaurcha

საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

"ვახ ვახ რას ამბობთ ..." - საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.
ერთი შეხედვით უცნაური სიტყვებით დავიწყეთ ამ ამბის თხრობა, მაგრამ მსგავსი ისტორიის მთავარი პრობლემაც და არსიც სწორედ ეს სიტყვებია.
ამბავი გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. თბილისში, ვაჟა ფშაველას მე-4 კვარტალის ერთ-ერთი კორპუსიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელმაც თქვა რომ კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა „თბილისის ენერჯის“ სწრაფი რაგირების სამსახურის სპეციალისტებმა, სპეციალური აპარატურით, კორპუსის შემოწმებისას დაადგინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში, გაზის ძალიან მაღალი კონცენტრაცია იყო. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, სასწრაფოდ გადავკეტეთ გაზის მიწოდება.
ახლა მთავარი ამბავი – ბინის მეპატრონის მოძიებისა და საცხოვრებელი სახლის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბინაში სადაც რემონტი მიმდინარეობს, გაზგაყვანილობა ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული, 15 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ე.წ რეზინის გაზის მილი კი ერთ ადგილას გადაჭრილი. სწორედ ამ მილიდან ჟონავდა გაზი.
„ვახ, ვახ–რას ამბობთ“ – კი ბინის მფლობელის რეაქციაა ამ ამბის გაგებისას. რომელსაც სახლში სარემონტო სამუშაოები ჰქონდა, ალბათ გაზგაყვანილობასაც მოაწესრიგებდა, მაგრამ ერთმა დაუდევრობამ და უყურადღებობამ ის და მისი ხელოსნები ლამის დანაშაულის მონაწილეებად აქცია. საბედნიეროდ კორპუსი აფეთქებას გადაურჩა ყურადღებიანი მეზობლის და 114 სპეციალისტების დახმარებით.
კომპანიის სპეციალისტების მიერ აღებული მონაცემებით გაზის კონცენტრაციას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. რაც ძალიან დიდი ალბათობით დააზიანებდა საცხოვრებელ კორპუსს და შესაძლოა მსხევრპლიც მოჰყოლოდა.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც მსგავს სიტუაციაში დროულად გვატყობინებს ინფორმაციას საფრთხის შესახებ ნომერზე 114.
კომპანია განსაკუთრებულ მადლობას უხდის მის თანამშრომლებს – ოსტატს ზურაბ თოლორდავას, ზეინკალს ირაკლი მელაძესა და დამხმარე არტურ ფიდანიანს.
„თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ-არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები. იცოდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს. ნუ გახდები მკვლელი!!!