სხვა ამბები

kerZo-kompaniam-Tbilisi-enerjis-centraluri-magistr

კერძო კომპანიამ თბილისი ენერჯის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ქალაქ თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გასზადენი დააზიანა.
ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს.
კომპანია „თბილისი ენერჯის " ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. დაზიანებული გაზსადენის მაქსიმალურად მოკლე დროში აღსადგენად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია „ თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 მაისს დილიდან, ეტაპობრივად დაიწყება. აღდგენის ზუსტ დროს აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms) ინდივიდუალურად მიიღებენ.