• ორგანიზაციის ცხელი ხაზი: 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური: 114

სიახლეები

sruliad-axali-da-usafrTxo-qseli-Tbilisi-enerjisgan

სრულიად ახალი და უსაფრთხო ქსელი თბილისი ენერჯისგან

დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის, დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპის ფარგლებში, კომპანია "თბილისი ენერჯიმ" გაზსადენის 320 მეტრის სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა
საშუალო წნევის 300 მმ–იანი თანამედროვე პოლიეთილენის მილით.
აღნიშნული მონაკვეთი დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ახალი, უსაფრთხო გაზსადენის ქსელში ჩართვის მიზნით, 13 აპრილის 10:00 საათიდან, 14 აპრილის 13:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებში. კომპანია თბილისის ენერჯი წინასწარ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვა აუცილებელია თქვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგებითვის. ასევე შეგახსენებთ
ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის Www.Te.Ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დარჩით სახლში.

მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები