სხვა ამბები

Tbilisi-enerjis-gancxadeba-

თბილისი ენერჯის განცხადება

ძვირფასო აბონენტებო – გვინდა გაცნობოთ, რომ კომპანია „თბილისი ენერჯი“ აგრძელებს ქალაქ თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციას. გაზგამანაწილებელი ქსელის ერთერთ მონაკვეთზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – მშრალი ხიდის მიმდებარედ – სრულად შეიცვალა ძველი კოროზირებული მილი.
ახალ გაზსადენზე გადართვისთის აუცილებელია 13 აპრილის 10:00 საათიდან, 14 აპრილის 13:00 საათამდე გაზის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მთაწმინდის რაიონში აბონენტთა ნაწილისთის.
კერძოდ – გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება ვაკის რ-ში - ბოცვაძის ქ. 2, 8, 10, 14, კოსტავას ქ. 43, 45, 47, 47/57, 49, 85ა, კოსტავას შესახვევში (ვერის შესახვევი) მდებარე კორპ. # 3, 4, 5, 9, 11, კოსტავას II შეს. 2/4 (ახლ. მზია ჯუღელის ქუჩა), კოსტავას I შეს. 33, კოსტავას II შეს. 3, კოსტავას II შეს. 5, კოსტავას II შეს. 9, კოსტავას II შეს. 10, მარჯვენა სანაპირო # 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის აბონენტებს და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. მთაწმინდის რ-ში - მარჯვენა სანაპირო # 2, 2ა, ბროსეს ქ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბროსეს ქ. 8, 8ა, 8ბ, 12, რუსთაველის გამზ. 1 (I სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის), ბესიკის ქ. 4-ში (შპს ,,ნირან პროპერტის დეველოპმენტი”), გ. ჭანტურიას ქ. 12-ში – შპს ,,ლივინი”-ს, თავისუფლების მოედანი #4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ანტონ ფურცელაძის, სოლიკო ვირსალაძის, გ. ჭანტურიას, ვ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, ნატო ვაჩნაძის, ვასო აბაშიძის, ჯორჯაძის, ათონელის, ორბელიანის, ფხოვის, ტელეგრაფის, მტკვრის ქ. 3, 4, 6, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. 6, 8, 10, 12, გოგჩის, სულხანიშვილის, პუშკინის, ა.თბილელის, გია აბესაძის, ავლევის, აკოფიანის (სულთნიშნის), ასკანის, ახოსპირელის, გომის, ვერცხლის, ლესელიძის (კოტე აფხაზის), იერუსალიმის, კ.ცინცაძის, კუპტინის, ლ. ასათიანის, ა.კათალიკოსის, საიათნოვას, ჩახრუხაძის, ხოდაშენის, ხანძთელის, ჯიბლაძის, ბეთლემის, აბოვიანის, ყავლაშვილის, ნინო და ილია ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, თონეთის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები კერძო საცხოვრებელი ეზოების კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ოპერისა და ბალეთის თეატრი, გ. რამიშვილის სახელობის # 20-ე სკოლა, სს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჯიპა”, შსს ქ. თბილისის მთ. სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, I კლასიკური გიმნაზია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ,,ქორთიარდ მერიოტი”, ,,თბილისი მერიოტი” – (შპს ,,ჯი ემ თი” სასტუმროები), რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, საქართველოს პარლამენტის აპარატი, კინოთეატრი ,,რუსთაველი”, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქაშუეთის ეკლესია, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, შპს ,,თბილისი გალერეა”, შპს ,,PP” (ყოფ. პირიმზის შენობა), ,საქართველოს საპატრიარქო, სიონის საკათედრო ტაძარი, სსიპ იუსტიციის სახლი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო”, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ ,,ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს ,,ჯი თი ერ (ამბასადორი), სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, და სხვა; ჩუღურეთის რ-ში – ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე შპს ,,ჯი ემ თი სასტუმროები” და მიმდებარედ კომეეციული ობიექტებს.
კომპანია თბილისის ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნუი სამუშაოების აუცილებელია აღნიშნული რაიონის უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგებითვის.
ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის Www.Te.Ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით.

გისურვებთ ჯანმრთელობას