სხვა ამბები

kompania-„Tbilisi-enerji“-gansakuTrebul-yuradghebas

კომპანია „თბილისი ენერჯი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დედაქალაქის უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.

 უკვე განხორციელდა და მომავალშიც დაგეგმილია თბილისის მოძველებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენა. თბილისი ენერჯი მჭიდროდ თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგებას თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებშიც ახორციელებს. ამ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში სრულად მიმდინარეობს გაზსადენის რეაბილიტაცია. აღნიშნული მილსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და მისი ექპლუატაციის 40 წლიანი ვადა უკვე დიდი ხანია ამოწურულია. აღნიშნული გაზსადენი სრულად იცვლება და ფოლადის მილი ახალი, უახლესი ტექნოლოგიის მქონე ჩამკეტი მოწყობილობებით აღჭურვილი პოლიეთილენის მილით ჩანაცვლდება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა საშუალო და დაბალი წნევის 700-მეტრის სიგრძის მონაკვეთი. აღნიშნული გაზსადენის სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ დარჩენილია 300 მეტრის მონაკვეთი. აღნიშნული სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას განხორციელდება.