სხვა ამბები

usafrTxoebis-zomebi-koronavirusis-gavrcelebis-sawi

უსაფრთხოების ზომები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით კომპანია თბილისი ენერჯის ყველა ბიზნეს ცენტრი და ოფისი უზრუნველყოფილია და აღჭურვილია ვირუსის გავრცელების პრევენციისთის საჭირო ატრიბუტებით, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ როგორც აბონენტებს ასევე კომპანიის თანამშრომლებს. კომპანიის ყველა ბიზნეს ცენტრი უკვე აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო დისპანსერებით. ყველა ცენტრი მომარაგებულია საჭირო რაოდენობის პირბადეებითა და ე.წ ბახილებით. ბიზნეს ცენტრების გარდა პირბადეებისა და ბახილების საჭირო რაოდენობა დაურიგდა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, აღმრიცხველებსა და ზეინკლებს - ყველას ვისაც რაიმე სახით შეხება აქვს აბონენტებთან. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის ყველა ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ მომსახურების მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად. გაცნობებთ, რომ ცხელი ხაზი - 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახური - 114 ამ პერიოდის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. შესაბამისად მომსახურების მისაღებად არ დაგჭირდებათ მომსახურების ცენტრებში მისვლა გარდა აუცილებელი ან განსაკუთრებული შემთხვევებისა. კომპანია თბილისი ენერჯი ჯანმრთელობას გისურვებთ. ‌