• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

„Tbilisi-enerjis“-specialistebi-dedaqalaqis-ubnebs

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ.

თბილისი ენერჯის ხელმძღვანელებმა ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე მოსახლეობასთან უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების კამპანიაში  მონაწილეობა "თბილისი ენერჯის" ხელმძღვანელებთან  ერთად სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ენერგო ომბუდსმენმა  სალომე ვარდიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. შეხვედრაზე მოსახლეობას დაურიგდა სპეციალური საინფორმაციო სარეკომენდაციო ფლაერები.

 "თბილისი ენერჯიმ“ უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქარის სეზონია. სიცოცხლისთვის საშიში ღია კამერიანი, აკრძალული დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობა, კომპანიის გაზის  სპეციალისტებთან  ერთად უშუალოდ ხვდება სხვადასხვა უბნის მოსახლეობას  და პირადად ესაუბრებიან  აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების  საკითხებზე.  პარალელურად პირველად „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისთვის.