• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

dekembershi-Tbilisi-enerjis“-specialistebma-dedaqal

დეკემბერში ,,თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქში 4146 კუსტარული და საშიში დანადგარი განმეორებით ჩახსნეს ქსელიდან

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების საცხოვრებელი ფართების, გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას ინტენსიურად განაგრძობს.

კომპანიის სპეციალისტებმა გასულ, დეკემბრის თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში  სულ  4146 კუსტარულად ან დარღვევით დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარი ჩაჭრეს.

აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე,გაზის დანადგარები კი ჩასნილი.  თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები.

მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს რომელებისც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში.

გთავაზობთ 2019 წლის დეკემბრის თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით.

სამგორი 816

სანზონა 520

ისანი ვაზისუბანი 505

გლდანი 465

დიდუბე 347

ნაძალადევი 339

კრწანისი 245

მთაწმინდა 239

ნუცუბიძე 187

დიღომი 186

ჩუღურეთი 156

საბურთალო 91

ვაკე 46

სყნეთი 4

სულ 4146