• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

vake-saburTaloze-Tbilisi-enerjis-gazis-mili-daazia

ვაკე-საბურთალოზე "თბილისი ენერჯის" გაზის მილი დააზიანეს. 5000 აბონენტი ავარიულად გაითიშა

ვაკე- საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ანაგის" სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა რა დროსაც თბილისი ენერჯის 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დააზიანა. "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა 28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად აღდგება დღის ბოლომდე. კომპანია "თბილისი - ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში.