სხვა ამბები

ramdenad-saxifaToa-ghia-wvis-kameriani-gazis-danadg

რამდენად სახიფათოა ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარები

რამდენად სახიფათოა ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარები და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ზოგადად, გაზის დანადგარების თვითნებურმა და არასწორმა მონტაჟმა? - ამ შეკითხვებზე პასუხი ფოტოზე ჩანს.

დააკვირდით ამ ფოტოზე წყლის გამაცხელებელს - გვერდებში საჰაერო ჭრილები აქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს დანადგარი ღია წვის კამერიანია და მისი მოხმარება სახლში და, ზოგადად, დახურულ სივრცეში მომაკვდინებელი და კატეგორიულად აკრძალულია.

ეს ფოტო თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. რამდენიმე დღის წინ აქ CO(ცეო)-თი რამდენიმე ადამიანი მოიწამლა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

„თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

„თბილისი ენერჯი“ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ხშირად გაანიავეთ ფართი, დარეკეთ 114-ზე და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ - CO (ცეო) კლავს!