სხვა ამბები

1-martidan-1-noembramde-28883-kustaruli-gazis-dana

1 მარტიდან 1 ნოემბრამდე 28.883 კუსტარული გაზის დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან სპეციალისტებმა

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 1-ლი მარტიდან 1-ელ ნოემბრამდე 215 494 აბონენტი შეამოწმა.

28 883 აბონენტის შემთხვევაში გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. აქედან გამომდინარე, დედაქალაქში ბოლო 8 თვეში 28 883 ოჯახი და მათი მეზობლები გადაურჩნენ უბედურ შემთხვევას.

გახსოვდეთ! როცა თქვენს სახლში გაზის ქსელი გამართულია, ეს არ ნიშნავს რომ უსაფრთხოდ ხართ. მოსთხოვეთ მეზობელს, დაიცვას გაზის მოხმარების უსაფრთხოება. ამით იცავთ თქვენს ოჯახს და იცავთ მეზობლებს.

სწრაფი რეაგირების სამსახური - 114

"თბილისი ენერჯი" - მუდმივი ენერგია თქვენი სახლისთვის