კომპანია „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) აბონენტებს, ბუნებრივი გაზის ტარიფი11 თეთრით შეუმცირდათ .
ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთკუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლადგანისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებულიღირებულების გადასახადის ჩათვლით.
შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქისუმსხვილესი ბუნებრივი გაზისგანაწილების ლიცენზიატია, რომელიცთითქმის ნახევარ მილიონზე მეტაბონენტს ემსახურება, მათ შორის20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო(კომერციულ) მომხმარებელს.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლებასაყოფაცხოვრებომომხმარებლებისთვის და ერთ კუბურმეტრზე ტარიფი კვლავ 0.539708 ლარია.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზისიმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშდოლარში. მომწოდებლების მიერშესასყიდი გაზის ფასის შემცირების დაამასთან, აშშ დოლართან მიმართებითეროვნული ვალუტის გამყარებისგათვალისწინებით, კომპანიამ მიიღოგადაწყვეტილება შეამციროსარასაყოფაცხოვრებო ტარიფი.