დეველოპერებისთვის

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება (მრავალბინიანი)

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის დადგენილება №12 დანართი №3-ით, სადაც გაწერილია მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ღირებულება და მიერთების ვადა.

 

განაცხადით მომართვა/რეგისტრაცია

ოპერატორთან ვიზიტის დროს დამკვეთისგან ვიღებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  1. განმცხადებელი არის თუ არა ფართის მესაკუთრე ან მინდობილი პირი
  2. არის საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართი
  3. ხომ არ არის გამიჯნული ფართი
  4. 300 მეტრის რადიუსში თუ არის გამანაწილებელი ქსელი
  5. რა სიმძლავრის მოთხოვნა სურს
  6. გაზიფიცირება სურს სტანდარტული თუ არასტანდარტული პირობით (ოპერატორის მიერ ხდება დეტალური აღწერა რას მოიცავს სტანდარტული და არასტანდარტული პირობა. სტანდარტული პირობის შემთხვევაში - ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება/ჩართვა ხორციელდება მის მიერ მითითებულ 1 წერტილზე. არასტანდარტული პირობის შემთხვევაში - ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება ხორციელდება წითელ ხაზამდე, მოეწყობა გაზგამანაწილებელი ქსელი და აღრიცხვის კვანძი)
  7. განაცხადის რეგისტრაციასთან ერთად საფასური უნდა გადაიხადოს სრულად

დეტალების დაზუსტების შემდეგ დამკვეთი ავსებს სემეკის მიერ დამტკიცებულ ფორმას. განაცხადის რეგისტრაციისას ავტომატურად მისდის შეტყობინება განაცხადის ნომრის და თარიღის მითითებით.

განაცხადი დარეგისტრირებისთანავე ელექტრონული ფოსტით გადაეცემა შპს ,,ენერჯი ქონსთრაქშენს“.  განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ხდება განაცხადის დამტკიცება ან დახარვეზება.

დამტკიცების შემთხვევაში - 8 სამუშაო დღის ვადაში მზადდება საპროექტო დოკუმენტაცია. ძირითადად დღის ბოლოს ხდება მომზადებული დოკუმენტაციის მოტანა, ბრუნდება მხოლოდ 1 ეგზემპლიარი პროექტი (რომელიც უნდა გადეცეს დამკვეთს), ხოლო დანარჩენი დოკუმენტაცია შესასრულელად გადაეცემა შპს ,,იმედს“.

ხარვეზის შემთხვევაში - იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება ხარვეზის დეტალურად აღწერით და მოკლე შინაარსით.

თუ სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად ობიექტი საჭიროებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვას, საპროექტო სამსახურის მიერ პროექტი გადაეცემა სანებართვო სამსახურს. პროექტის შეთანხმება ხდება შესაბამის კომუნიკაციებთან და შეთანხმებული პროექტი იტვირთება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე ნებართვის მოპოვების მიზნით.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხარვეზდება, დამატებით ითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან თანხმობას  ან გაიცემა ნებართვა.

დახარვეზების შემთხვევაში - თუ არის კომპანიის ხარვეზი უმოკლეს ვადებში ხდება პროექტის დაკორექტირება. თანხმდება კომუნიკაციებთან და ხელახლა ითვირთება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე.

თუ ხარვეზი არ არის გამოწვეული კომპანიის მიერ და პროექტის შეცვლა საჭიროებს დამატებით დროს, სემეკის გადაწყვეტილებით თუ დარჩენილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღე, შესაძლებელია დასაბუთებული წერილობითი განმარტების საფუძველზე ვადის გაზრდის მოთხოვნა.

სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების მოთხოვნის შემთხვევაში - საჭიროა დამატებითი დრო. 10 სამუშაო დღით ადრე მზადდება დასაბუთებული წერილი და იგზავნება სემეკში ვადის გაზრდის მოთხოვნით.

ნებართვის მოპოვების შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაეცება სამონტაჟო სამსახურს და ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის ამოწურვამდე სრულდება დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები.

სტანდარტული პირობის მოთხოვნის შემთხვევაში - თუ დამკვეთს მოწყობილი აქვს 1 წერტილი, კომპანიის მიერ ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადაში ხდება გაზგამანაწილებელი ქსელის და მრიცხველის მოწყობა, ასევე 1 წერტილამდე ქსელის მიყვანა და ჩართვა. თუ დამკვეთი არ იმყოფება ადგილზე ან შიდა ქსელი არ აქვს მოწყობილი, შედგება მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვები აქტი და დამკვეთის მიერ წერილობით მომართვის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის და რაიონული ბიზნეცენტრის წარმომადგენლის მიერ  ხდება ბუნებრივი გაზის ჩართვა. აღნიშნული ინფორმაცია დამკვეთს ეცნობება მოკლეტექსტური შეტყობინებით.

არასტანდარტული პირობის მოთხოვნის შემთხვევაში - ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადაში ხდება გაზგამანაწილებელი ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა წითელ ხაზამდე (ამ შემთხვევაში მრიცხველამდე ქსელი მიღებულია ექსპლუატაციაში სრული ტექნიკური ნორმების დაცვით). დგება მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი. აღნიშნული ინფორმაცია დამკვეთს ეცნობება მოკლეტექსტური შეტყობინებით. შიდა ქსელის მოწესრიგების შემდეგ, დამკვეთის მიერ წერილობით მომართვის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის და რაიონული ბიზნეცენტრის წარმომადგენლის მიერ ხდება ბუნებრივი გაზის ჩართვა.

 

ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა

ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდა რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის დადგენილება №12 დანართი №3 ან დანართი №4-ით, სადაც გაწერილია მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით ქსელზე მიერთების ღირებულება და მიერთების ვადა.

განაცხადით მომართვა/რეგისტრაცია

ოპერატორთან ვიზიტის დროს დამკვეთისგან ვიღებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  1. განმცხადებელი არის თუ არა ფართის მესაკუთრე ან მინდობილი პირი
  2. არის საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართი
  3. ხომ არ არის გამიჯნული ფართი
  4. რა სიმძლავრის მოთხოვნა სურს
  5. მრიცხველის მოცულობის გაზრდა საჭიროებს თუ არა ქსელის რეკონსტრუქციას
  6. განაცხადის რეგისტრაციასთან ერთად უნდა გადაიხადოს საფასურის 50 %

 

დეტალების დაზუსტების შემდეგ დამკვეთი ავსებს სემეკის მიერ დამტკიცებულ ფორმას. განაცხადის რეგისტრაციისას ავტომატურად მისდის შეტყობინება განაცხადის ნომრის და თარიღის მითითებით.

დანართი №4 - გულისხმობს აღრიცხვის კვანძის მოწყობას. უმოკლეს ვადებში ხდება განაცხადის დამტკიცება და დოკუმენტაციის მომზადება, ვინაიდან სრული მომსახურეობის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს.

დანართი №3 - განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ხდება განაცხადის დამტკიცება ან დახარვეზება.

დამტკიცების შემთხვევაში - დოკუმენტაცია გადაეცემა საპროექტო სამსახურს

ხარვეზის შემთხვევაში - იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება ხარვეზის დეტალურად აღწერით და მოკლე შინაარსით.

თუ სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად ობიექტი საჭიროებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვას, საპროექტო სამსახურის მიერ პროექტი გადაეცემა სანებართვო სამსახურს. პროექტის შეთანხმება ხდება შესაბამის კომუნიკაციებთან და შეთანხმებული პროექტი იტვირთება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე ნებართვის მოპოვების მიზნით.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხარვეზდება, დამატებით ითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან თანხმობას  ან გაიცემა ნებართვა.

დახარვეზების შემთხვევაში - თუ არის კომპანიის ხარვეზი უმოკლეს ვადებში ხდება პროექტის დაკორექტირება. თანხმდება კომუნიკაციებთან და ხელახლა ითვირთება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე.

თუ ხარვეზი არ არის გამოწვეული კომპანიის მიერ და პროექტის შეცვლა საჭიროებს დამატებით დროს, სემეკის გადაწყვეტილებით თუ დარჩენილია ქსელზე მიერთების ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღე, შესაძლებელია დასაბუთებული წერილობითი განმარტების საფუძველზე ვადის გაზრდის მოთხოვნა.

ხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების მოთხოვნის შემთხვევაში - საჭიროა დამატებითი დრო. 10 სამუშაო დღით ადრე მზადდება დასაბუთებული წერილი და იგზავნება სემეკში ვადის გაზრდის მოთხოვნით.

ნებართვის მოპოვების შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაეცება სამონტაჟო სამსახურს და ქსელზე მიერთების ვადის ამოწურვამდე სრულდება დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები.

შიდა ქსელის მზადყოფნის შემთხვევაში დამვეთს მიეწოდება ბუნებრივი გაზი და შედგება ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, თუ შიდა ქსელი არ არის მზად დგება მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი. აღნიშნული ინფორმაცია დამკვეთს ეცნობება მოკლეტექსტური შეტყობინებით. შიდა ქსელის მოწესრიგების შემდეგ, დამკვეთის მიერ წერილობით მომართვის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის და რაიონული ბიზნეცენტრის წარმომადგენლის მიერ ხდება ბუნებრივი გაზის ჩართვა.

 

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება (შიდა ქსელი)

შიდა ქსელის მოწყობის შესახებ დამკვეთმა კომპანიას უნდა მომართოს შესაბამისი განცხადებით. განცხადებით მომართვა შესაძლებელია როგორც სათაო ოფისში (მიცკევიჩის 18ა), ასევე ნებისმიერ რაიონულ ბიზნესცენტრში.

განაცხადით მომართვა/რეგისტრაცია

ოპერატორთან ვიზიტის დროს დამკვეთისგან ვიღებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  1. ხომ არ არის უკვე შესრულებული შიდა სამუშაოები
  2. რა დანადგარების დამონტაჟება სურს (მხოლოდ იმის გადამოწმების მიზნით არსებული მრიცხველის სიმძლავრე ეყოფა თუ არა)

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების შემდგომ დამკვეთის მიერ იწერება შესაბამისი განცხადება და ფორმდება საპროექტო ხელშეკრულება. განაცხადის რეგისტრაციისთანავე დამკვეთს მისდის შეტყობინება განაცხადის რეგისტრაციისა და თარიღის შესახებ. კომპანიასა და დამკვეთს შორის ფორმდება ხელშეკრულება და საპროექტო ღირებულების ჩარიცხვის შემდგომ იწყება პროექტირების ვადის ათვლა, ვადა შეადგენს 15 სამუშაო დღეს. გაზმომარაგების საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი ნორმატიული დოკუმენტაცია:

  • СниП 2.04.08-87* სამშენებლო ნორმები და წესები.
  • ISO 17484-1:2014
  • SSO 17484-2:2009
  • SST EN 1775:2007/2018
  • “ALUPEX”-ის აირის მილების სისტემების მონტაჟის სქემები, მეთოდები და მონტაჟის წესები“

ფართის შესაბამისობას ზემოთხსენებულ ტექნიკურ რეგლამენტებთან ადგენს საპროექტო განყოფილება ან ორგანიზაცია, კერძოდ პროექტანტი. ფართის გაზმომარაგების პირველი და აუცილებელი პირობაა, გაზიფიცირებული სათავსის ბუნებრივი ვენტილაცია, მინიმუმ ორჯერადი ჰაერცვლა.   ვენტილაცია უნდა განხორციელდეს სარკმლის მოწყობით ფანჯრის ზედა ნაწილში ან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შემთხვევაში გადმოკიდების მექანიზმის გამოყენებით, საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სარკმელი ან/და გადმოკიდების მექნიზმი უნდა მოაწყოს დამკვეთმა, გარდა ამისა გასაგაზიფიცირებელ  საცხოვრებელ ფართში სამზარეულო აუცილებლად უნდა იყოს კაპიტალური ტიხრებით გამოყოფილი სხვა საცხოვრებელი სივრცისგან. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დამკვეთს ეგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების შესახებ. დამკვეთის მხრიდან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის ანაზღაურების შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაეცემა სამონტაჟო სამსახურს. სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება პროექტის სირთულიდან გამომდინარე და განისაზღვრება 30, 45 და 60 სამუშაო დღით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ხდება სამონტაჟო სამუშაოების შესრულება და დოკუმენტაცია გადაეცება ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ადგენს პროექტის მოტაჟთან შესაბამისობას და თუ მონტაჟი შეესაბამება ტექნიკურ ნორმებს ხდება ბუნებრივი გაზის მიწოდება. მშენებლობის ზედამხედველის მიერ გაზის გაშვებამდე ხდება ფართის დეტალური შემოწმება. შემოწმების-ინსპექტირების დროს ვეყრდნობით საინჟინრო-ტექნიკურ პროექტს და ზემოთ ჩამოთვლილ ნორმატიულ დოკუმენტაციას. იმ სემთხვევაში თუ ფართი არ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებს (მაგალითად: არ არის მოწყობილი გასანიავებელი სარკმელი ან/და სავენტილაციო შახტა, სამზარეულოს ფართი არ არის გამოყოფილი ტიხრებით და ა.შ.) დამკვეთს ეძლევა მითითება (შეტყობინების სახით), რომ გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი. ბუნებრივი გაზის პირველადი გაშვების დროს კომპანიის თანამშრომლები მკაცრად იცავენ უსაფრთხოების წესებს და მიდგომებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მოქალაქე.

შიდა ქსელის მოწყობა კვალიფიციური პირის მიერ

თუ შიდა ქსელის მოწყობა ხდება დამკვეთის მიერ, ბუნებრივი გაზის გაშვებამდე სემეკის 2019 წლის 5 თებერვლის წერილის №6/08-16-972 თანახმად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შიდა ქსელის მოწყობის ან მოდიფიცირების სქემატური ნახაზი/პროექტი (საჭიროების შემთხვევაში),გამოყენებული მასალები, გაზდანადგარების მონტაჟის წესი, შედუღებისა და შეერთების მეთოდები, მილადენების განლაგება, ასევე დანადგარების, შესრულებული სამუშაოსა და გამოყენებული მასალების ექსპლუატაციის ვადები;
  • გაზის მოწყობილობების წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერთიფიკატი, ასევე ბუნებრივი გაზის მოხმარების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა (მ3/სთ) და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო საჭირო ტექნიკური მონაცემები (საპასპორტო მოთხოვნები);
  • სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე შიდა ქსელის შემოწმების შედეგები;
  • შიდა ქსელის მოწყობის/მოდიფიცირების სამუშაოების შემსრულებელი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (სამუშაოების იურიდიული პირის მიერ შესრულების შემთხვევაში, უნდა აისახოს იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები და შემსრულებელი ფიზიკური პირის საკონტაქტო მონაცემები).

ზედამხედველი ამოწმებს არსებული სიტუაციის შესაბამისობას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებაში და თუკი იგი შესაბამისობაში, ხდეა ბუნებრივი გაზის გაშვება.

ხშირ შემთხვევაში კვალიფიციური პირის დასკვნები არ შეესაბამება ფართში არსებულ სიტუაციას, ამ დროს მომხმარებელს ეძლევა მითითება როგორ მოიყვანოს ფართი შესაბამისობაში.

ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზად გვესახება შესაბამისობის დასკვნა მოამზადოს არა კვალიფიციურმა პირმა არამედ აკრედიტირებულმა ორგანიზაციამ, რათა თავიდა ავიცილოთ ყალბი დასკვნები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიზეზი ხდება გაზის არ გაშვების.