სხვა ამბები

naZaladevis-raionshi-wyalmomaragebis-qselis-sareabi

ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ერთერთმა კომპანიამ თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა.

გაზის მიწოდება შეუწყდა ც. დადიანის ქ. 34-ში მდებარე კორპუსების,           ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის  ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსი”-ს, შპს ,,მოდერნ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო”-ს, შპს ,,ლივინი”-ს საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი  # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის  ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს ,,სამშენებლო კომპანიის”, შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის  ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,პირველი სამედიცინო ცენტრი”, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს ,,ხვასტაგი”, 160-ე საჯარო სკოლა,  ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს ,,ნიკორა”, შპს ,,ოაზისი”,   შპს ,,არბო 2009” და სხვა.  

შემთხვევაის ადგილზე მობილიზებულია თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები. მომდინარეობს ავარიის ლიკვიდაციისა და გაზმომარაგების ქსელის აღდგენის სამუშაოები.

გაზმომარაგების აღდგენა ხვალ 13 მაისს დილიდან დაიწყება და დასრულდება დღის ბოლომდე. 

თბილისი ენერჯი ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

 დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დაზიანება მსგავსი სამუშაოების შესრულებისას საკმაოდ გახშირდა. 

მოვუწოდებთ კომპანიებს რომლებიც დედაქალაქში სხვადასხვა კომუნიკაციების სამშენებლო, სარემონტო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.