სხვა ამბები

2015-2020-wlebshi-gazis-araswori-moxmarebisa-da-spe

2015-2020 წლებში გაზის არასწორი მოხმარებისა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა

გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბოლო პერიოდში, უსაფრთხოების წესების იგნორირების გამო მოხმდარ ფაქტებთან დაკავშირებით, თბილისი ენერჯის სწრაფიბრეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების იგნორირებით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტები.

პრესკონფერენციაზე კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები და დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს.

კომპანიის ინფორმაციით 2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

პრესკონფერენციას ენერგო ომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი დაესწრო.

ენერგო ომბუდსმენის განცხადებით მსგავსი აქტივობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით კომპანიის მხრიდან მისასალმებელია.

კომპანია თბილისი ენერჯი შეახსენებს მოსახლეობას გაზის უსაფრთხო მოხმარების წესებს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით - „პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს“

 

გაზის უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქცია.

 

აუცილებელია! ყოველ წელს დაუშვათ შპს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტი თქვენს კუთვნილ ფართში და შეამოწმებინოთ გაზის ქსელის და დანადგარების ტექნიკური გამართულობა

აუცილებელია! თქვენი კუთვნილი ფართის გაქირავების შემთხვევაში შპს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტის მიერ მოხდეს გაზის ქსელის და დანადგარების შემოწმება

აუცილებელია! სახლიდან გასვლილას სახლში არსებული გაზის ონკანების დაკეტვა

 

 

კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების თვითნებური მოტაჟი, გადაადგილება ან დაერთება

კატეგორიულად აკრძალულია! უსაფრთოების მიზნით გათიშული გაზის ქსელი ან დანადგარების თვითნებური ჩართვა!

კატეგორიულად აკრძალულია! გაზის დანადგარების მოხმარება ჩამკეტი მოწყობილობების გარეშე

კატეგორიულად აკრძალულია! ანთებული გაზის დანადგარების უმეთვალყურეოდ დატოვება

კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის ხელსაწყოების დამონტაჟება სარდაფებში.

სასტიკად აკრძალულია და არ შეიძლება! გაზის დანადგარების მონტაჟი სველ წერილებში.

დაუშვებელია! გამათბობელის ან წყალგამაცხელებელის გამწოვი მილის დაერთება საკვამლე და სავენტილაციო არხებზე.

დაუშვებელია! წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის საკვამლე მილის დამონტაჟება სადარბაზოში.

დაუშვებელია და სიცოცხლისთვის საშიშია! ისეთი ტიპის წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის მონტაჟი რომელსაც არ აქვს საკვამლე მილი.