სხვა ამბები

Tbilisi-enerji--iso-s--sami-serTifikatis-mflobeli-

თბილისი ენერჯი ISO-ს სამი სერთიფიკატის მფლობელი გახდა

თბილისი ენერჯი ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ხარისხისა და სტანდარტის საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი გახდა სამი მიმართულებით.
შრომის უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტი, ხარისხის მენეჯმენტის სისტემები და გარემოს დაცვის სისტემის მენეჯმენტი - დღეიდან თბილისი ენერჯი სამივე მათგანის სტანდარტის მფლობელია. (ISO 9001:2015 ; ISO 14001:2015 ; ISO 45001:2018 )
ეს კი ნიშნავს ყველა რგოლის მართვაში დანერგილ სისტემას, დაწყებული ნედლეულის შესყიდვით, საწარმო კონტროლის მექანიზმებით და საფრთხეების კონტროლით. ეს მექანიზმი ითვალისწინებს ხარისხის მუდმივ კონტროლს კომპანიაში, სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას. ხარისხის სერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი არის ის გარანტი, რომელიც მომხმარებლის კეთილგანწყობას განაპირობებს. როდესაც კომპანია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ საერთაშორისო მოთხოვნებს, მით უფრო მაღალია მომხმარებლის ნდობა. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის თითოეულ რიგით თანამშრომელს, მენეჯმენტის ყველა რგოლს, მაღალი სტანდარტის დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის.