სხვა ამბები

wereTlis-55-shi-korpusi-afeTqebas-gadaurcha

წერეთლის 55 ში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

დაუდევრობა თუ უყურადღებობა? ნებისმიერ შემთხვევაში დედაქალაქში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე ერთერთი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ობიექტში, თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებს ასეთი სურათი დახვდათ – რეზინის მილი, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო დაერთებული ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის ონკანები და ფართი განიავდა.
ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ფართში, ობიექტის თამაშრომლები იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ გაზის სუნის შესახებ ეს ადამიანები წინა დღეს მეზობელმაც გააფრთხილა. თუმცა თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე შეტყობინება მხოლოდ დღეს შემოვიდა.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გთხოვთ – გამოიჩინეთ მეტო პასუხისმგებლობა და იყავით ყურადღებით. თქვენს ქმედებაზე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. უარი თქვით კუსტარულ გაზგაყვანილობაზე, მკვლელ, ღია წვის კამერიან დანადგარებზე და არ დატოვოთ დანადგარები უყურადღებოდ.