• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

frTxilad-gazis-milebTan

ფრთხილად გაზის მილებთან

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიღომში გახშირდა კერძო კომპანიების ან პირების მხრიდან სამშენებლო და მიწის სამუშაოების დროს ბუნებრივი გაზის მილების დაზიანების ფაქტები. ეს კი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში , ჩვენს კომპანიას კი დიდ ზარალს აყენებს.
დღეს კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კერძო პირმა არასწორი მონტაჟის დროს გაზის მილში წყალი შეუშვა, რაც სასწრაფოდ, ავარიული წესით გაზის შეწყვეტის მიზეზი გახდა. ბუნებრივი გაზი შეუწყდა მირიან მეფის ქუჩაზე და მიმდებარედ მცხოვრებ 1350 აბონენტს.
ყველას ვინც ატარებს სარემონტო, სამშენებლო სამუშაოებს, გთხოვთ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით საკომუნიკაციო ქსელებთან, რომ არ დააზიანოთ და გაზმომარაგების გარეშე არ დარჩეს მოსახლეობა, ეს კატეგორიულად დაუშვებელია.
გვესმის რომ დიღომი არის მშენებარე უბანი სადაც მუდმივად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, მაგრამ ყოველი თვითნებური და უყურადღებოდ ჩატარებული მიწის სამუშაოები რისკის ქვეშ აყენებს თბილისი ენერჯის კუთვნილ გაზის გამანაწილებელ მილებს.
ბოლო ორ კვირაში მსგავსი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა , როცა კერძო კომპანიებმა და პირებმა მილები დააზიანეს ან წყალი შეუშვეს გაზის მილში. ადგილზე მობილიზებულია თბილისი ენერჯის ჯგუფები და რამდენიმე საათში სრულად აღდგება გაზის მიწოდება.